There are no translations available.
მოქვის ტაძარი — საკათედრო ტაძარი საქართველოში, მდებარეობს სოფელ მოქვში, ოჩამჩირის რაიონში, აფხაზეთი. ააგო აფხაზთა მეფე ლეონ III-მ (957-967). ტაძარი სამნავიანია, სამლოცველოების მწკრივით განაპირა ნავების გასწვრივ. აღმოსავლეთის მხრიდან სამი შვერილი აფსიდი აქვს. შუა (საკურთხევლის) აფსიდი შიგნიდან ნალისებრი ფორმისაა, გარედან ხუთწახნაგაა. გუმბათი ეყრდნობა შენობის ცენტრში აღმართულ ოთხ ბოძს. კვადრატიდან გუმბათის ყელზე გადასვლა განხორციელებულია აფრების საშუალებით. გუმბათის თორმეტწახნაგა ყელი დაბალია. შენობა შემოსილია თლილი ქვის პერანგით. ფასადებზე ჩუქურთმები არა აქვს. ტაძარს მდიდარი წიგნთსაცავი ჰქონია, რასაც მოწმობს ჩვენს დრომდე მოღწეული ხელნაწერები.
წყარო:
http://ka.wikipedia.org/wiki/მოქვი_(ძეგლი)
***********************************************************************************
განვითარებული ფეოდალიზმი: მოქვის ტაძარი //ციციშვილი ირ. ქართული ხელოვნების ისტორია. - თბ., 1995.- გვ. 91-92.
განსაკუთრებულ ჯგუფს შეადგენენ აფხაზეთის ძეგლები, რომლებიც მიუხედავად განვითარების საერთო ხაზისა, ამავე დროს ხასიათდებიან თავისებური ნიშნებით, შესაძლოა ბიზანტიის არქიტექტურასთან სიახლოვის შედეგადაც.მოქვის ტაძარი აგებული აფხაზთა მეფის ლეონ III მიერ 957-967 წლებში, წარმოადგენს წაგრძელებული ფორმის ხუთნავიან გუმბათოვან შენობას...<<ტექსტი სრულად აქ <<
|