topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

იკორთა - ვ.ბერიძე

<უკან დაბრუნება...<<დაბრუნება მთავარ გვერდზე...<<<ეკლესია - მონასტრები>>>

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე

იკორთა //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება. - გამ. "ხელოვნება, თბ.,1974. -გვ.151

პატარა სოფელი იკორთა მთებშია, ცხინვალის რაიონში. ეს არის პირველი, უადრესი ნიმუში ქართლის ეკლესიების ჯგუფისა, რომელიც XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე შეიქმნა.

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

გეგმა კვადრატს უახლოვდება, გუმბათი ემყარება საკურთხევლის კუთხეებსა და ორ ბოძს. მომდევნო ნიმუშთაგან განსხვავებით, აქ ჯერ კიდევ არის ბოძების წყვილი დასავლეთის მკლავში, აგრეთვე პატრონიკეც.

აღმოსავლეთი ფასადი იმეორებს, გარკვეული ვარიაციებით, სამთავისში შემუშავებულ სისტემას, მაგრამ გვერდის ფასადებზე უკვე ჩანს დეკორაციული თაღების სისტემის რღვევის ნიშნები.

ეკლესიის თარიღი აღნიშნული იყო დასავლეთის ფასადის დიდ წარწერაში, რომელიც მ.ბროსემ და თ.ჟორდანიამ წაიკითხეს (დღეს წარწერა აღარ არსებობს).

XVII ს-ში შენობა შეაკეთა იესე ქსნის ერისთავმა (აქ არიან დაკრძალულნი ეროვნული გმირები ელიზბარ და შალვა ქსნის ერისთავნი და ბიძინა ჩოლოყაშვილი, რომელნიც XVII ს-ში დაიღუპნენ სპარსთა ხელით). შენობის მახლობლად ძველი ციხე-დარბაზის ნანგრევია.

ეკლესიის გარე ზომებია დაახლ.: სიგრძე - 19 მ., სიგანე - 14 მ-მდე. სიმაღლე შიგნით - 20 მ-მდე.