< უკან დაბრუნება . << დაბრუნება მთავარ გვერდზე
ფოტოს ავტორი ლ. ნიკვაშვილი
ბოჭორიძე გ. იმერეთის ისტორიული ძეგლები.-თბ.,1995.-გვ.163-169.
ტაბაკინის მონასტერი დგას სოფლის სამხრეთით, 1,5 ვერსის დაშორებით, აჯამურის პირას, პატარა გორაკზე.
ტაბაკინის მონასტრის წმ. გიორგის ეკლესია, ორნავიანი ბაზილიკაა, რომელაც სამხრეთით აქვს სამწირველო, სიგრძით არის 17 არშინი, სიგანით ორი ნავი 11,5 არშინი სამწიტველოთივე 16 არშინი; მთავარ ნავს ქვეშ არის საძვალე (აკლდამა), რომელსაც შესავალი აქვს აღმოსავლეთის მხრივ. სამწირველო (?) ორგანიულად დაკავშირებული არის მთავარ ნავთან, იგი (სამწირველო) შეკეთებულია შემდეგ ხანში, მისი სამხრეთი კედლის გარეთა პირი ახლად ამოუშენებიათ, ალბათ ამავე დროს ამოაგეს მისი დასავლეთი კარი.
ეკლესია და მისი ნაწილები ნაშენია თლილი ქვისა და კირისაგან; მთავარი ნავი დახურულია კრამიტით, დანარჩენი ნაწილები კი, რომლებსაც ყავარი ჰფარებია, დღეს ყავარახდილია. კარი აქვს სამხრეთით, დასავლეთით და ჩრდილოეთით; ტრაპეზი საკურთხევლის შუაში არის გამართული. 1925 წ. აგვისტოში ძეგლი დაუზიანებიათ ვინმე ბორომოქმედთ: ჩრდილოეთის და სამხრეთის ნაწილის სახურავებისათვის მოუხდიათ ყავარი, გამოუძვრიათ ორი სამსაჟენიანი ურთხვლის ბოძი (ჩრდილოეთის ნაწილიდან), წაუღიათ ორი კარი და სხვ.
ეკლესიას გარეთ, სამწირველოს (?) სამხრეთის კარის თავზე, აქვს ქვა წარწერით:
[ქ.მოიხსენე] უფალო არჩილის ძე მეფე
სოლომონ ა(მი)ნ.
შიგნით ეკლესიის ორივე ნავი მოხატულია. ბოროტმოქმედთ მხატვრობაც განგებ დაუზიანებით: მათ თვალები დაუთხრიათ სამხრეთის კედელზე მთავარ ნავთან, საკურთხეველთან ახლოს, ძირა რიგში დახატული ჩვილედი ღვთისმშობლის, კონსტანტინე და ელენესი და ჩრდილოეთის კედლის დანიელისა და სხვათა ხატებისათვის; კედლების ძირი სავსეა მხატვრობიანი ნანგრევებით.
საკურთხევლის კონქში დახატულია დეისუსი; მაცხოვარი ზის მდიდრად მორთულ ტახტზე და სხვ.
სასულიერო შინაარსის მხატვრობის გარდა ეკლესიაში სხვა პირნიც არიან დახატულნი.
სამხრეთის კარის თავზე (შიგნით) დახატულია მღვდელმთავარი (წელს ქვევითამდე), გამოწყობილი საეკლესია-სამღვდელმთავრო ტანისამოშში; მას მარცხენა ხელში ერთნავიანი ეკლესიის მოდელი უჭირავს, ხოლო მარჯვენით აკურთხებს. მარჯვნივ და მარცხნივ აქვს წარწერა:
იკითხება:
1. ჩრდილოეთის ნავის, ანუ სამხრეთის ჩრდილო კედელზე, სამკვეთლოს (?) დასავლეთი კარის მახლობლად, დახატულია პირი, დაზიანებული წარწერით:
იკითხება:
ქუთათელს ძმ(ასა)
ჩ(უენ)სა სიმონს შეუნდ-
ოს ღმერთმ(ა)ნ,
ამინ.
2. პირველის დასავლეთით - ვინმე დიდებული, ძიერ დაზიანებული
3. მეორეს დასავლეთით დიდებული:
4. მესამის დასავლეთით - დიდებული:
მეოთხის დასავლეთით - დიდებული:
6. მეხუთის დასავლეთით - დიდებული:
იქვე, დასავლეთის კედელზე დახატულია დიდებული ( მთელი ტანით), რომელსაც მარცხენა ხელში უჭირავს იმგვარივე ეკლესიის მოდელი, როგორიც სამხრეთის კარის თავზე დახატულს, ხოლო მარჯვენა ხელი გაპყრობილი აქვს; იგი დაზიანებულია. ეკლესიის გეგმის ქვეშ აწერია:
1925 წელსვე ბოროტმოქმედთ გადმოუგდიათ ხის კანკელი, ფიცარზე ნახატი მხატვრობით, XVIII ს და დაუმტვრევ-დაულეწიათ.
ეკლესიაში ყოფილა სიძველეები; ადგილობრივ პირთა ცნობით ერთ ხატზე ყოფილა წარწერა: „ესე ხატი შორაპნის ციხეში ვნახე თათრებისგან წაღებული და მოვიტანეო“. შესაძლებელია ეს იყოს ჩემს მიერ ზესტაფონის აღმასკომიდან წამოღებული სიძველე.
ეკლესიის ჩრდილოეთით არის ორსართულიანი სამრეკლო, ქვითკირისა, მისთვის სახურავიდან კრამიტი მოუხდიათ.
|