topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

ალანძა

 

 

ალანძა, ტოლოში, VIII-IX საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი მესხეთში, მდ. ტაშლაყაშის მარჯვენა მხარეს (ასპინძის რაიონი). სოფ. ტოლოშიდან 1,5 კმ. იყო მეფეთა საზაფხულო სადგომი. XII - XIIIს-ში აქ  რეზიდენცია ჰქონდა ლაშა გიორგის.

ალანძა ერთნავიანი (დარბაზული) ეკლესიაა. ჩრდილოეთ კედელთან შემორჩენილი აქვს მოკლე, სწორკუთხა მინაშენის ნაშთი. კედლის საშენ მასალად გამოყენებულია ტლანქად გათლილი ბაზალტის ქვები. ფასადებისა და კარ-სარკმლების კუთხეები ნაგებია სუფთად გათლილი ქვიშაქვით. ფასადები სადაა, მხოლოდ სამხრეთ ფასადზეა ცალკეული შემამკობელი ელემენტები. ფასადები მოპირკეთებულია მოწითალო მოყვითალო ფერის  ანდეზიტერი კვადრატებით. აღმოსავლეთით სამრეკლოს თავზე მოჩუქურთმებული წარბებია. უფრო მაღლა ჯვარია ამოკბეთილი. წარწერები დაზიანებულია. სარკმლის მარცხნივ იკითხება: ,,ესე მე ნოშელმან დავდე ქვაი” ხოლო მარჯვნივ: ,,ესე მე დაჩიმ საოლისძემან...”

ძლიერ დაზიანებული, თითქმის ნანგრევებად ქცეული ძეგლი აღადგინეს 1978-79 წლებში (არქიტექტორები  ი. ვარსიმაშვილი, თ. ნემსაძე)

 

 

 

 

 

 

 

 

 

***********************************************************************************
ალანძის (ტოლოში) დარბაზული ეკლესია. (ჟღერს ქვის ჰარმონია", ტ. 13. გვ. 38)
VIII-IX საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი მდებარეობს ისტორიულ მესხეთ - ჯავახეთში, მდინარე ტაშლაყაშის მარჯვენა მხარეს (ასპინძის რაიონი), სოფელ ტოლოშიდან 1,5 კმ - ზე. ..... << ტექსტი სრულად იხილეთ აქ......