topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

ანჩისხატი
There are no translations available.

<უკან დაბრუნება


ანჩისხატი - VI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი თბილისში. იგი უნდა იყოს "მოქცევაჲ ქართლისაჲს" ქრონიკაში მოხსენიებული "მარიამ წმიდაჲ ეკლესიაჲ", აგებული დაჩი უჯარმელის მეფობაში. ანჩისხატის ეკლესია სამნავიანი ბაზილიკაა, ნაშენია თლილი ქვით (თავდაპირველი ფენა), ხოლო კედლების ზედა ნაწილები და ყველა შიგნითა ბოძი აგურისაა (XVII საუკუნის რესტავრაცია). ეკლესია ნავებად იყოფა თაღების საშუალებით. აფსიდი, ნავებს შორის ამოყვანილი ერთ-ერთი თაღედი და ღია ლუნეტები დასავლეთ და ჩრდილოეთ შესასვლელების თავზე ნალისებრი ფორმისაა. თავდაპირველად აქ სამი წყვილი ბოძი ყოფილა (ნაცვლად ახლანდელი ორისა). ეკლესიას ძველი სახელი არ შერჩენია. ანჩისხატი XVIII საუკუნეში ეწოდა, როდესაც აქ ანჩის (სამხრეთ საქართველოს) მონასტრიდან ბექა ოპიზარის (XII საუკუნე) მიერ მოჭედილი მაცხოვრის ხატი გადმოასვენეს (ამჯამად დაცულია საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში). ანჩისხატის ისტორია აგებიდან XVII საუკუნამდე უცნობია. 1675 დომენტი III კათოლიკოსმა აღადგინა ის და ააგო აგურის ორსართულიანი სამრეკლო. 1683 ეკლესია მოხატეს ნიკოლოზ კათოლიკოსის თაოსნობით. ერეკლე II-ის მეფობაში ანჩისხატთან დაარსდა აკადემია. აღა-მაჰმად-ხანის შემოსევის დროს ეკლესია დაზიანდა. XIX საუკუნის დასაწყისში არადგინეს, 1814 ხელმეორედ მოხატეს. იმავე საუკუნის 70-იან წლებში დააშენეს ყალბი გუმბათი და მიადგეს მრავალსართულიანი სამრეკლო. 1958-1964 სარემონრო - სარესტავრაციო სამუშაოების შედეგად გამოვლინდა ნაგებობის უძველესი შრეები. ძეგლი ნაწილობრივ გათავისუფლდა დანამატებისაგან - მოანგრიეს გუმბათი და სამრეკლო, მოიხსნა XIX საუკუნის მხატვრობის ნაწილი (შიდა კედელზე) და შენობას დაახლოებით ისეთი სახე დაუბრუნდა, როგორც მას XVII საუკუნეში ჰქონდა

 

 

 

 

 

*************************************************************************
კარბელაშვილი პ. ძველი ანჩისხატის ტაძარი.-ტფ.,1902.-გვ.57. - ტაძრისა და მასში დაცული ანჩის ხატის ისტორია. მიმოხილულია სიძველეები.
საქართველოს დედა ქალაქმა ტფილისმა იმდენი წვა და დაგვა გამოიარა, რაც დაარსებულა მას აქეთ, რომ უცხოსა და შინაურს ყველას უკვირს, თუ დღემდე როგორ გადარჩა სრულიად განადგურებასა და დაღუპვასა. ძველი ტანჯვა-ვაება არ აკმარა ბედმა ტფილისსა და უკანასკნელად საშინელი განსაცდელი გადახდა თავსა: 1795 წ. ენკენისთვის 11-13 სპარსეთის ყეენმა აღა-მაჰმადხანმა მთლად მიანგრ-მოანგრია და ცეცხლით გადაბუგა. სრულიად დანგრევასა და დაღუპვას მარტო თითო-ოროლა საქრისტიანო ტაძრები გადურჩნენ და, მათ შორის, ანჩისხატის ტაძარიც...<< ტექსტი სრულად აქ<<

***********************************************************************************
გვიანფეოდალური ხანის ხელოვნება: ანჩისხატი //ციციშვილი ირ. ქართული ხელოვნების ისტორია . - თბ., 1995, - გვ. 128.
ძველი თბილისის ტერიტორიაზე, ანჩისხატის ტაძრის სიახლოვეს დგას 1675 წელს აგებული სამრეკლო. საყურადღებოა სამრეკლოს მარჯვე დაკავშირება რელიეფთან და გარემოსთან. იგი აგებულია ქუჩის პირას, როგორც შესასვლელი და დამაკავშირებელი  ქუჩისა, მასზე ოთხი მეტრით დაბლა მდებარე ეკლესიის ეზოსთან... <<ტექსტი სრულად აქ...<<
***********************************************************************************
თბილისის, ანჩისხატი //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება.- თბ., 1974. -გვ.25, 93, 175.
V ს-ის მიწურულიდან დაიწყეს საქართველოში ნამდვილი ბაზილიკების შენება, თუმცა ეს ბაზილიკებიც სავსებით თავისებურია. ამ შენობათა პირველი და ყველაზე შესანიშნავი ნიმუშია ბოლნისის სიონი, მრავალმხრივ საყურადღებო, სახელგანთქმული ძეგლი, რომელსაც თავისი ისტორიული მნიშვნელობითაც და მხატვრული ზემოქმედების ძალითაც ერთი პირველი ადგილთაგანი უჭირავს ძველ ქართულ ხუროთმოძღვრებაში...<<ტექსტი სრულად აქ...<<