topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

ახმეტა


ახმეტა და ახმეტას გარეუბნებში მდებარე ეკლესიები

 

1. ბზიანის საყდარი (განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს, დაზიანებულია)

2. ბულულის ეკლესია (დგას უბან ჯაგნარში, განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს)

3. ეკლესია ბითანაზე (დგას ახმეტის აღმ.-ით, ბითანად წოდებულ ადგილზე, დარბაზული ტიპის, განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს)

4. ეკლესია უტოს უბანში მდგარი ოთხი ეკლესიისგან (ყველა ძეგლი დარბაზული ტიპისაა, განეკუთვნება გვანდელ შუა საუკუნეებს)

5. ეკლესია (ტყეში)

6. ეკლესია ხევის უბანში

7. ეკლესია სასაფლაოზე

8. ეკლესია ბერდუკას წყაროსთან

9. უტოს უბნის ეკლესია 2

10. ეკლესია ვენახებში

11. ელიას ეკლესია (დგას საბეროს უბნის სამხ.-ით, სხვადასხვა ზომის რიყის ქვით ნაშენი, დარბაზული ტიპის, დაზიანებული)

12. კვირაცხოვლის ეკლესია (დგას ქალაქის სამხ.-ით, მდ.ორვილის ნაპირზე, განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს)

13. კვირიკესა და ივლიტას ეკლესია (დგას ჟალურის უბანში, განეკუთვნება XVIII საუკუნეს)

14. ლომისის წმ გიორგის ეკლესია  (დგას ქალაქის სამხ.-ით, შედგება სამი ერთმანეთის გვერდიგვერდ მიდგმული სამი დარბაზული ეკლესიისაგან, განეკუთვნება X-XI საუკუნეებს, შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები)

15. მთავარანგელოზთის ეკლესია (მდებარეობს საბეროს უბნის სამხ.-ით, დარბაზული ტიპის, გვიანდელი კანკელით, დაზიანებულია)

16. ნინოწმინდის ეკლესია (დგას წყაროებად წოდებულ ადგილზე, განეკუთვნება განვითარებულ შუა საუკუნეებს, დარბზული ტიპის, დაზიანებულია)

17. ორბიანთ საყდარი (დარბაზული ტიპის, სხავდასხვა ზომის ნატეხი ქვით ნაგები, მდებარეობს ქალაქის სამხრ.-ით, ტყეში)

18. სამების ეკლესია (კომპლექსი, მდებარეოიბს უტის უბნის თავზე, განეკუთვნება IX-X საუკუნეებს, შედგება სამების ეკლესიის, ეგვტერის, მცირე ეკლესიის, ორი სწორკუთხა ნაგებობის ნანგრევისა და გალავნისაგან)

19. ღვთაების ეკლესია (მდებარეობს სასაფლაოზე, თარიღდება VI საუკუნის მეორე ნახევრით, გეგმის სწორკუთხედში სამი ნავია მოქცეული)

20. ღვთისმშობლის ეკლესია (დგას საბეროს უბნის თავზე, ტყიან ბორცვზე, განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს)

21. ღვთისმშობლის ეკლესია უტოს უბანში (დგას უტოს უბანში, დარბაზული ტიპის, სამშესასვლელიანი, აღსანიშნავია აგურით ნაშენი ვიწრო სამრეკლო),

22. ღვთისმშობლის ეკლესია საბეროს უბნის სამხრეთით (მდებარეობს საბეროს უბნის სამხრ.-ით, დარბაზული ტიპის, ნატეხი ქვით ნაგები, დაზიანებული)

23. ღვთისმშობლის ეკლესია (დგას ჟალურის უბანში, განეკუთვნება XVIII საუკუნეს , შეკეთებულია XIX საუკუნეში, დარბაზული ტიპის, დაზიანებულია)

24. წმ. ბარბარეს ეკლესია (დგას ქალაქის დას.-ით, ტყიან მთაზე, განეკუთვნება XIX საუკუნეს, დარბაზული ტიპის, დაზიანებულია)

25. წმ გიორგის ეკლესია (მდებარეობს უტოს უბანში, დათარიღებულია გვიანდელი შუა საუკუნეებით, დაზიანებული)

26. წმ. გიორგის სახ. ეკლესიის (დგას ქალაქის სამხრ.-ით, განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს)

27. ჯვარპატიოსნის ეკლესია  (დარბაზული ტიპის, ნაგებია რიყის ქვით)

 

 

სხვა ნაგებობები:

დარბაზი

ჩოლოყაშვილების ციხე - დარბაზი (კომპლექსი, სამშენებლო წარწერის მიხედვით აგებულია 1756 წელს გრიგოლ ჩოლოყაშვილის მიერ, გეგმით სწორკუთხაა)

კოშკი 1 (ახმეტის სამხრეთით) საღანძილეზე

კოშკი 2 საბეროს უბანში

კოშკი 3 ცენტრში ღვინის ქარხანასთან

ციხე უტოს უბანში

ცხრაკარას სასახლე (დგას ქალაქის განაპირას, განეკუთვნება XVII საუკუნეს, ერთსართულიანია)

ჯანდიერების  კოშკი (გეგმით წაგრძელებული, განეკუთვნება XVIII საუკუნეს, კოშკური ტიპის საცხოვრებელი სახლი მარნით)

 

მარანი (ჟალურის  უბანში)

მარანი და კოშკი

 

საცხოვრებელი სახლი (საღირაშვილების)