topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

სვანეთის ეკლესიები - ვ. ბერიძე
There are no translations available.

< უკან დაბრუნება ... <<ეკლესია - მონასტრები / სვანეთი>>>

 

სვანეთის ეკლესიები // ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბ., 1974,   გვ.165

სვანეთი ძველი ქართული ხელოვნების ნამდვილი საგანძურია. საყოველთაოდ არის ცნობილი თავისებური სვანური საცხოვრებელი სახლები. ცნობილია, რომ სვანეთში დაცული იყო შესანიშნავი ქართული ხელნაწერები და უამრავი ნიმუში ოქრომჭედლობისა - ბევრი რამ თვით სვანი ოსტატების გაკეთებული იყო. დიდი საეკლესიო შენობები სვანეთში არ უშენებიათ, მაგრამ ძალიან ბევრია ერთნავიანი მცირე ეკლესია VIII - IX -XIV საუკუნეებისა. ზოგ მათგანს გარშემოსავლელებიც აქვს. ეკლესიები ქვისაა (ნასვრეტოვანი ტუფის კვადრები, ნატეხი ქვა), ორნამენტაციის გარეშე, მაგრამ თითქმის ყოველთვის დეკორაციული თაღების მწკრივებით. შიგნით ეკლესიები მოხატული იყო - დღემდე დარჩენილია XI -XII საუკუნეების მნიშვნელოვანი ფრესკები, ცნობილია მხატვართა სახელებიც -მიქაელ მაღლაკელი, რომელმაც სოფ.მაცხვარიშის ეკლესია მოხატა XII ს-ში, ან თევდორე "მეფის მხატვარი“, რომლის სახელსაც უკავშირდება იფრარის, კვირიკესა და ივლიტეს, ნაკიფარისა და წვირმის ეკლესების მოხატვა (ზემო სვანეთში, XI ს-ის ბოლოს და XII ს-ის დასაწყისში). საინტერესოა ძველი (აგრეთვე მოხატული) კანკელები, ხის ჯვრები, რომლებიც ბევრ სვანურ ეკლესიაში იყო საკურთხევლის წინ აღმართული საგანგებო კვარცხლბეკებზე. გვხვდება მოხატულფასადებიანი ეკლესიებიც - მაგ. ლაშთხვერისა (მესტიის რაიონი, ზემო სვანეთი) და ჩაჟაშისა (ლენტეხის რაიონი, ქვემო სვანეთი), სადაც ფასადებზე ამირანდარეჯანიანის სცენებია დახატული. აქ წარმოდგენილია კვირიკესა და ივლიტეს ეკლესია (სვანურად ლაგურკა), მოხატული თევდორეს მიერ 1112 წელს და აშენებული, ალბათ, ცოტა ხნით ამაზე ადრე.

 

 

 

 

  • საქართველოს ეკლესია - მონასტრები
  • სვანეთის ისტორიული ძეგლები