There are no translations available.
<უკან დაბრუნება...<<<ციხე - ქალაქები და ეკლესიები>>>
ჯაბა ლაბაძის ფოტო (http://ka.wikipedia.org/wiki/)
ხოტევი - ბოჭორიძე გ. // რაჭა-ლეჩხუმის ისტორიული ძეგლები და სიძველეები. - თბ., 1994. - გვ.142- 145
ხოტევის მაცხოვის ეკლესია ახალი დაქცეულია; იგი ერთნავიანი შენობა ყოფილა, ნაგები 1676 წელს თლილი ქვისა და კირისაგან მოხატული შიგნით; მისთვის ადრევე სახურავი მოუხდიათ, ხოლო 1924 წლის გაზაფხულის დამლევს ის საძირკვლამდე დაუნგრევიათ. 1925 წელს ეკლესიის ნანგრევში მრავალ ქვას შერჩენილი ჰქონდა მხატვრობა, რომელიც მეტად ცოცხალი ჩანდა. 1927 წელს პირქვე დაცემულ ქვათა შორის ვიპოვე დასავლეთის და სამხრეთის კარის წარწერიანი ქვები (წარწერები მოყვანილი აქვს ბროსეს, მაგრამ შეცდომებით (RVA, XII, 50-61), რომელთაგან მე აღვნიშნავ მხოლოდ ზოგიერთს), რომლებიც საგანგებო ოქმით ჩავაბარე ადგილობრივ ხელისუფლებას დასაცავად. მიუხედავად ამისა, ისინი 1927-1928 წლებში მაინც ადგილობრივი სკოლის შენობისათვის შეუხმარებიათ: 1930 წელს არც ერთი მათგანი თავის ადგილას არ აღმოჩნდა; ყველა შენობაშია დაფარული ერთის გარდა, რომელიც პირით გარეთ დევს: ეს ქვებია:
1. დასავლეთის კარის თავიდან ჩამოგდებული ქვა 0,71 X1,38 მ. მხედრული წარწერით:
1. ქ |ჵოი|სამებით | ქადაგებულო | მიუწდომელო | და გარე | შემოუწერელო | სიტყავო (უნდა იყოს სიტყვაო) | და [ძალო]
2. დათანარსო (უნდა იყოს და თანაარსო) | მამისა | და სულისა | წმიდაისაო | მაცხოვარო | პირო (ასო პ ყველგან ჰ-ს მაგვარად არის ნაწერი) მღთისაო | რათა | ვიგულეთ | და | [აღვა]
3. შენეთ | ეკლესია | ეს | შენი | ჩვენ | წულუკიძემ | მერაბ | და | თანა | მეცხედრემ | ჩვენმა | ჩიჯავაძის (უნდა იყოს ჩიჯავაძის) | [ქა]
4. ლმა | სახსრადა | და საოხათ | სულისა | ჩვენისათვის | და| ძეთა | ჩვე[ნთა].
5. გიორგის | და | ქაიხოსროს | წასმართებლთ | აღვაშენეთ | და | დავახატვინეთ | და | შევამკვეთ | ხატთა | და | ჯვ
6. არითა | და | წიგნითა | მაცხოვარო | ხოტევისაო | ტაძარი | შენი | და | შეიწირე | ჩემის | ცოდვილის |
7. სულის | შესანდობლათ | კნინი | და | მცირე | შესაწირავი | ესე | ვინცა | შენდობა |გვიბრზნო[თ] (უნდა იყოს: გვიბრძანოთ)
8. ღმერჲმნ (უნდა იყოს: ღმერთმან) | თქვენც | შეგინდაოს (უნდა იყოს შეგინდოს) | თქვენი | ცოდვანი | აღიშენა ეკლესია ესე ქკ ა სამას
9. სამოცდა[ოთხსა]...
ქორონიკონი უდრის 1676 წელს.
2. სამხრეთის კარის თავის წარწერა ყოფილა სამ ქვაზე: კარის თავზე მდებარესა, მის მარცხნივ მცირე ნაჭერ ქვასა და კარის მარცხენა სვეტსა, ანუ საყრდენ ქვაზე (უკანასკნელზე ზევითა ნაწილში). ამ ქვებიდან პირველი გატეხილია ექვს (თუ მეტ) ნაწილად (ნანგრევიდან ამოვიღე 3 დიდი და 1 პატარა ნატეხი; ვერ ვიპოვე 2 წვრილი ნატეხი); მეორე მცირე ქვა არა ჩანს, ხოლო მესამე მთელია. წარწერა მხედრულივე არის; შეიცავს სულ 16 სტრიქონს: მათგან 12 სტრიქონი ნაწერია პირველ ქვაზე და დანარჩენი 4 სტრიქონი (13-16) მეორე და მესამე ქვებზე. ზომა პირველი (გატეხილი) ქვისა (ყველა თავისი ნატეხით) 0,61X1,4 მ, მესამისა - 1,63X0,7 მ.
წარწერა:
(ქ)[ჰ]ე | მაცხოვარო | [გვედრი] | ვარ | მე | მერაბ (სწორ ფრჩხილებში ჩასმული ოთხი სიტყვის ადგილი მოტეხილია და დაკარგული აქვს, ტექსტი აღდგენილია ბროსეთი) შენის |
დიდები[თ]
ჩვენთ | გვართა | ქ[ონდათ] ეს | რ[ა]ჭა | მ(რა)ვ[ა]ლი |
კიდის | კიდებ[ით]
მეცა | შევმატე | მრვლი | არც | მტერ(თ)ა | გრდაკიდებით |
და | აწ | ნახეთ | (რ)ა | ვქენ | ყამრწვილ(მ)ან სოფლისა | ანზიდაებით.
5 ქ | პირველ | ოდიშსა | დავიბყარ | მამული | მეტად | ბევრია
მერმე | აქ ჩემი | სამკვიდრო | ყოვლგან მ(ო)ვშლე |
მტერია
იწროთას | აქათ | ხონამდის | და ხონიც | [შ]იგან | ერია |
და | აწ | ნახეთ | ესე | სოფელი | თუ | როგო[რ | ] ბინ-
დის | ფერია |
ქ | მე | დადიანმა (ბროსე: დადიანი RVA, 60) | გამზარდა | ლევან | [ღვ]თვ (ბროსე:ღვთით) |დოვლთიამნ :
10 სრულ | მას (ბროსე: სრულ-მან) | მონებდა | ქვეყანა | დაი[ბყარო (ბროსე: დაიმყარო) | მრ (ავა)ლყმიანმან (ბროსე: მრავალ ჟამიან-მან)
სწორ | უპოველმან | ხმელეთზე | მან | ჭკვიანმან | და ხრმლიანმან (ბროსე: ბრძლიან-მან)
და | ნახე[თ] | რა | უყო | სოფელმან | ამ მუხანთმან |
ზიანმან
[ქ]შჳლურად | ] (სწორ ფრჩხილებში ჩასმული დასაწყისი ნაწილი ამა (მე-13) და შემდეგი ორი სტრიქონისა (მე-14 და 15) ყოფილა დაწერილი მეორე (დაკარგულ) ქვაზე; მე აღვადგინე ბროსეთი) მზრდიდა (ბროსე: მზარდიდა-მან) მასწავლა | ზნეობა | ყოვლი | წესები
[ნახეთ | სოფლ]ისა | სიცრუე | სიზმარ | ყოფილი | ესებ ი
15. [არ | მიაჩნია] წყეულსა | უარეს | უკეთესებ ი |
და არვის გაუთავდების წვლთ გლხ დანკნესებ|ი (ბროსე: და ნაკუნესები)
იკითხება:
ქ. ჰე, მაცხოვარო, გვერდი ვარ ძე, მერაბ შენის დიდებით,
ჩვენ გვართა ქონდათ ეს რაჭა მრავალი კიდის კიდებით;
მეცა შევმატე მრავალი არც მტერთა გარდაკიდებით,
და აწ ნახე რა ვქენ ყრმაწვილმან სოფლისა ანზიდაებით.
ქ. პირველ, ოდიშსა დავიბყარ მამული მეტად ბევრია,
მერმე, აქ ჩემი სამკვიდრო, ყოვლგან მოვშალე მტერია;
იწროთას აქათ ხონამდის და ხონიც შიგან ერია,
და აწ ნახეთ ესე სოფელი, თუ, როგორ ბინდის ფერია.
ქ. მე დადიანმა გამზარდა ლევან ღვთივ დოვლათიანმან,
სრულ მას მონებდა ქვეყანა, დაიბყრო მრავალყმია(მან),
სწორ უპოველმან ხმელეთზე, მან ჭკვიანმან და ხრმლიანმან,
და ნახეთ, რა უყო სოფელმან, ამ მუხანათმან ზიანმან.
ქ. შჳლურად მზრდიდა, მასწავლა ზნეობა, ყოვლი წესები,
ნახეთ სოფლისა სიცრუე, სიზმარ ყოფილი ესები;
არ მიაჩნია წყეულსა უარეს უკეთესები,
და არავის გაუთავდების, წავალთ გლახ დანაკუნესები.
ორივე ზემოთ მოყვანილ წარწერას ახასიათებს ანმეტობა.
ხოტევშივე არის ძველი შესანიშნავი ციხე (შდრ. ვახუშტი, გეოგრ.374); მისი ერთი ნაწილი უკანასკნელ წლებში (1925-26) ადგილობრივ მცხოვრებლებს სახლის საშენებელ მასალად დაუნგრევიათ
|