<უკან დაბრუნება
სამწევრისი, ბიბლიოგრაფია:
1. მაისურაძე ზ. ქართული შორენკეცების საკითხისათვის //ქართული ხელოვნება. - 1950. - N3. - გვ.201-210. სამწევრისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის ახლოს მდებარე აგურის პატარა შენობის, მისი დეკორატიული შემკულობის აღწერილობა. ავტორის თვალსაზრისი შენობის მერაბ ფანასკერტელ-ციციშვილი მავზოლეუმად გადაკეთების შესახებ.
2. სევეროვი ნ. სამწევრისი //ქართული ხელოვნება. - 1948. - N2. - გვ.1-6. ტაძრის გეოგრაფიული მდებარეობა, მისი არქიტექტურული აღწერილობა.
3. ქანდაურაშვილი ა. სამწევრისი //საქართველოს ბუნება. - 1972. - N11. - გვ.23. მტკვრის შესართავთან მდებარე VII საუკუნის ბაზილიკის მოკლე დახასიათება.
4. ჩუბინაშვილი გ. მასალები სამწევრისის ტაძრის შესწავლისათვის //ქართული ხელოვნება. - 1948. - N2. - გვ.12-16. 1940 წელს მიწისძვრის შედეგად დაზიანებული ტაძრის ვრცელი აღწერილობა, წარწერის ანალიზი, ცნობა მერაბ ზაზას ძე ფანასკერტელ-ციციშვილის მიერ ძველი ტაძრის აღდგენის შესახებ.
5. ხიმშიაშვილი ლ. სამწევრისი. - თბ., 1962. VII საუკუნის ძეგლის, სამწევრისის გუმბათიანი ტაძრის აღწერილობა.
6. ციხე-დარბაზები: სამწევრისი //ზაქარაია პ. ქართული ციხე-ქალაქები ციხესიმაგრეები ციხე-დარბაზები ციხე-გალავნები კოშკები. - თბ., 2001. - გვ.139-141. სამწევრისის VII საუკუნის გუმბათოვანი ტაძრის, ციტადელის, კოშკისა და სასახლის მოკლე აღწერილობა.
7. სამწევრისი //საქართველოს სულიერი საგანძური. წ.I. - თბ., 2005. - გვ.62-63. "თავისუფალი ჯვრის" ტიპის, VII საუკუნის ეკლესიის მოკლე ხუროთმოძღვრული აღწერილობა. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე. ახლავს ძეგლის ორი ფოტო.
8. ქართული ციხე-ქალაქები და ციხესიმაგრეები XVI-XVIII საუკუნეებში. ციხე - დარბაზები: სამწევრისი (საციციანო) //ზაქარაია პ. ქართულ ციხესიმაგრეთა ისტორია უძველესი დროიდან XVIII ს. ბოლომდე. - თბ., 2002. - გვ.360-362. თავდაცვითი ნაგებობების აღწერილობა. ტექსტს ახლავს ფოტომასალა (სურ.146,147; ტაბ.119-121).
9. ციხეები და ციხე-დარბაზები: სამწევრისი //ზაქარაია პ. სამშობლოს გუშაგები. - თბ., 1965. - გვ.104-107. ციხე-დარბაზისა და კოშკის ნანგრევების მოკლე აღწერილობა. ტექსტს ახლავს ძეგლის ფოტო.
10. სიმაგრეები: სამწევრისი //ზაქარაია პ. საქართველოს ძველი ციხესიმაგრეები. - თბ., 1988. - გვ.73-75. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობა ციხის შესახებ. სამხედრო და საერო დანიშნულების ნაგებობების ნანგრევების მოკლე აღწერილობა. ტექსტს ახლავს მთავარი კოშკის ინტერიერის ფოტო.
11. შუა საუკუნეების ხელოვნება: სამწევრისი //ციციშვილი ირ. ქართული ხელოვნების ისტორია. - თბ., 1995. - გვ.63-64. გეგმით მარტივი ჯვრის ფორმის გუმბათიანი ეკლესიის მოკლე აღწერილობა. ტექსტს ახლავს ეკლესიის ფოტო.
12. ფეოდალური ეპოქის არქიტექტურა: სამწევრისი //ციციშვილი ირ. ქართული ატქიტექტურის ისტორია. - თბ., 1955. - გვ.47-48. ძეგლის მოკლე აღწერილობა. ტექსტს ახლავს საილუსტრაციო მასალა (ტაბ.XIII, სურ.2; ტაბ.XIV, ნახ.1-8).
13. ურბნისისა და რუისის ეპარქია: სამწევრისის მთავარანგელოზთა მონასტერი: დედათა //გუნია ირ. საქართველოს მონასტრები: ენციკლოპედიური ცნობარი. - თბ., 2005. - გვ.119. მოკლე ცნობა XVI-XVII საუკუნეების ძველი ეკლესიის ფუძეზე აგებული მონასტრის შესახებ. მოხსენიებულნი არიან: მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი), მონაზონი საბიანა (ასათიანი).
14. გუმბათოვანი ხუროთმოძღვრების სხვა ძეგლები აყვავების ხანაში //ჩუბინაშვილი გ. ქართული ხელოვნების ისტორია. ტ.I. - ტფ., 1936. - გვ.180-184. ძეგლის ვრცელი ხუროთმოძღვრებისა და შემკულობის აღწერილობა. მოხსენიებულია მერაბ ფანასკერტელი - ციციშვილი. ტექსტს ახლავს არქ. ნ.სევეროვის მიერ შესრულებული ჩანახატები, ძეგლის გეგმა და სხვა საილუსტრაციო მასალა (სურ.130 - 138).
15. ბერძენიშვილი დ. "ხევი ბოლნისისა" //დმანისი. - IV. - თბ., 2003. - გვ.208-209. ციხესიმაგრის კოშკისა და გალავნის ნაშთის მოკლე აღწერილობა, ფრესკული მხატვრობის თავისებურება.
16. მატერიალური კულტურის ძეგლები //მაკალათია ს. ძამის ხეობა. - თბ., 1961. - გვ.20-21. VII საუკუნის ტაძრის მოკლე ხუროთმოძღვრულ - მხატვრული დახასიათება. ტექსტს დართული აქვს ტაძრის ორი ფოტო.
17. სამწევრისი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.IX. - თბ., 1985. - გვ.49-50. სამწევრისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ხუროთმოძღვრებისა და მხატვრული ფორმების მოკლე აღწერილობა.
18. სამწევრისი //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება. - თბ., 1974. - გვ. 35-36; გვ.113-114. ძეგლის მოკლე ხუროთმოძღვრული დახასიათება.მოხსენიებულია XVI საუკუნის, სიუჟეტური შორენკეცებით მორთული, ერთნავიანი მავზოლიუმი და ციციშვილების დიდი ციხე. ტექსტს ახლავს ეკლესიის გეგმა და განაკვეთი ნ.სევეროვის ანაზომის მიხედვით.
19. სამწევრისის ეკლესია //ქართული წარწერების კორპუსი. I: აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველო (V-X სს.). - თბ., 1980. - გვ.150-151; გვ.222-223. რეზ.რუს.ენაზე. ჯვრის ტიპის პატარა ტაძრის მდებარეობისა და საამშენებლო (სამწევრისის ჯვრის მამასახლის დომნინოსისა და გიორგის თუალოის ძის) წარწერის აღწერილობა და მოკლე ანალიზი. მოცემულია საილუსტრაციო მასალა (ტაბ.86. 1,2).
20. სამწე[ვ]რისი //საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტ.5. - თბ., 1990. - გვ.389-392. სოფ.სამწერისის მატერიალური ძეგლების ციხე - დარბაზის კომპლექსის (თარიღდება ფეოდალური ხანით, შედგება დიდი კოშკის, ეკლესიის, გალავნის, სასახლისა და სხვადასხვა ნაგებობების ნაშთებისაგან; წმ. გიორგის სახ. ეკლესიის (სტილისტური ნიშნების მიხედვით VII საუკუნეს განეკუთვნება) ვრცელი ხუროთმოძღვრული დახასიათება. ტექსტს დართული აქვს საილუსტრაციო მასალა.
21. სამწვერისი [სამწევრისი] //ნაკაშიძე ლ. საქართველოს საქმიანი და გამოჩენილი ადამიანები. - თბ., 2003. - გვ.118. მოკლე ცნობა წმ.გიორგის სახ. ეკლესიის შესახებ ქართ. და ინგლ. ენებზე. ტექსტს დართული აქვს ტაძრის ფოტო.
22. სამწე[ვ]რისის მონასტერი // "მახვილი მესიისა". - 1997 (სექტ. - ოქტ.). - გვ.6. მთავარანგელოზთა სახ. დედათა მონასტერისა და ჯვრის ტაძრის (VII ს.) შესახებ.
|