topmenu

 

მჭადიჯვარი - ვ.ბერიძე
There are no translations available.

<უკან დაბრუნება...<<დაბრუნება მთავარ გვერდზე..<<<ეკლესია - მონასტრები>>>

მჭადიჯვარი // ვ.ბერიძე ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბ., 1974, გვ.173

1668 წ.

მჭადიჯვარი მუხრანსა და დუშეთს შორის მდებარეობს. ადმინისტრაციულად დუშეთის რაიონს ეკუთვნის. აქ დგას კარგად შენახული აგურის დიდი გუმბათოვანი ეკლესია, აგებული 1668 წელს კათალიკოს დომენტის მიერ. როგორც ამას გრძელი სამშენებლო წარწერები მოწმობს. ეს გვიანაფეოდალური ხანის ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საეკლესიო ნაგებობათაგანია. გეგმა ტრადიციული აქვს - სწორკუთხედი, აფსიდიანი საკურთხეველი, სამი სწორკუთხა მკლავი ჯვაროვანი სივრცისა, ორი თავისუფლად მდგომი გუმბათქვეშა ბოძი. სადიაკვნესა და სამკვეთლოს ზემოთ თითო ოთახია, რომლებიც შეწყვილებული ღია თაღებით უკავშირდება გუმბათქვეშა სივრცეს - მოტივი სვეტიცხოვლიდან უნდა იყოს ნასესხები. შენობის ფასადები მოკლებულია რაიმე სამკაულებს. XVIII ს-ში, 1746 წელს, რაც სოფელი ლეკებმა დაარბიეს და გააპარტახეს. კონსტანტინე მუხრანბატონმა აქ გალავანი ააშენა. მისი ნაწილები დღემდეა გადარჩენილი. ეკლესიის გარეთა ზომებია: სიგრძე 20,4 მ., სიგანე - 17 მ., სიმაღლე შიგნით - 23 მ-მდე.